27 აპრილი 2024,   14:40
ვრცლად
აღდგომა ომში - როგორ ჩაიარა ქრისტიანების უდიდესმა დღესასწაულმა უკრაინაში

60-ზე მეტი განადგურებული ან დაზიანებული ეკლესია, ათასობით ახალი ცხედარი, ახალი სასაფლაოები, სადაც მოკლულები ქუჩებში თუ სკვერებში გათხრილი სამარხებიდან გადაასვენეს და ხალხი, რომელიც აღდგომას ჰუმანიტარული დახმარების ცენტრებში აღებული თითო პასკით და კვერცხით აღნიშნავს - ბრწყინვალე რელიგიურ დღესასწაულს უკრაინა ასე ხვდება.

დიდი დანაკარგების მქონე უკრაინელები, რომლებიც კვლავ ომის პირობებში არიან, ცდილობენ დასაყრდენი რწმენაში იპოვონ და ასე გაუმკლავდნენ ერთმორწმუნე მეზობლის აგრესიას. ქალაქებში, სადაც მეტნაკლებად სტაბილური სიტუაციაა დღეს ეკლესიები სავსე იყო, მათ შორის კიევში. 

დღის ამბები