საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების გამო ემანუელ მაკრონი უკვე იღებს მილოცვებს სხვადსხვა ქვეყნის ლიდერებისგან. მათ შორის ერთ-ერთი პირველი იყო საქართველოს პრეზიდენტი.
"თქვენთან ერთად მოიგო საფრანგეთმა. იმარჯვებს ევროპა და ვიმარჯვებთ ჩვენ, ჩვენ ქართველები და უკრაინელები, რომლებსაც გვჭირდება ძლიერი, ღირსეული ევროპა, რომლის ყიდვას, ან გატეხვას რუსეთი ვერ შეძლებს და ვალდებული იქნება პატივი სცეს!" - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.