საომარი მოქმედებების დროს დაღუპულებს ზაზა ბიწაძეს და არკადი კასრაძეს სამხედრო პატივით დღეს დაკრძალავენ, ალიკა ცაავას კი შაბათს. უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები საკუთარ სახლებში გუშინ დაასვენეს.
ქართველი მებრძოლები 50 წლის ზაზა ბიწაძე და 40 წლის ალიკა ცაავა 16 აპრილს ლუჰანსკის ოლქში, ქალაქ რუბეჟნოესთან იმ დროს დაიღუპნენ, როდესაც დაღუპული არკადი კასრაძის ცხედრის გამოტანას ცდილობდნენ.