27 ივლისი 2024,   07:41
ვრცლად
მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, რათა მოხდეს არეულობა და ქვეყანა ჩათრეული იყოს ომში - შალვა პაპუაშვილი

მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, იმისთვის რომ მოხდეს არეულობა ქვეყანაში, რათა საქართველო ჩათრეული იყოს ომში. ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გავრცელებული აუდიოჩანაწერების საკითხის კომენტირებისას გააკეთა.

საუბარია youtube-ზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე, რომლის მიხედვითაც "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი და რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი საუბრობენ.

პარლამენტის სპიკერის განცხადებით, არაფერი ადასტურებს, რომ ჩანაწერი ნამდვილია. 

"მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, იმისთვის, რათა მოხდეს არეულობა ქვეყანაში, რათა საქართველო ჩათრეული იქნას ომში. ჩვენ გუშინ ვიზუალურადაც ვიხილეთ, როგორ მზადდება და როგორ ხდება მერე განხორციელება ამ დეზინფორმაციული კამპანიის. ე.წ. ჩანაწერების ჩვენებით, რომელიც შეუიარაღებელი თვალით და ყურით ჩანს, რომ არის მონტაჟი, მეორე ხდება ამაზე შემდეგ რეაქცია შიგნით და გარეთ, ვინ არიან ამ ყველაფერში ჩართული, როგორ ხდება ამ თემის აქტუალიზირება პარტიის, შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ტელევიზიების მიერ, როგორ ხდება შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის "სირცხვილიას" მიერ ამის ქვეყნის გარეთ გატანა და ა.შ.

ჩვენ რაც გუშინ ვიხილეთ, ეს არის მაგალითი იმისი, თუ როგორ ხდება ფალსიფიკაცია, როგორ ხდება შემდეგ ამ თემის აგორება და წარმოჩენა ისე, რომ თითქოს რაღაც სკანდალებთან გვაქვს საქმე და საერთო ჯამში, ჩვენ მივუახლოვდით კიდევ ერთხელ იმ მიზანს რომელზეც ვსაუბრობთ, ეს არის არეულობა ქვეყანაში, ეს არის უკვე გაცხადებული მიზანი მათ შორის, რომ ქვეყანაში არადემოკრატიული გზით მოხდეს ხელისუფლების შეცვლა და შემდეგ ქვეყნის ჩართვა ომში," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

 

დღის ამბები