27 ივლისი 2024,   03:28
ვრცლად
დავეხმარებით ენმ-ს რომ არ დაავიწყდეთ - მარგველაშვილი იყო ადამიანი, რომელმაც ბენდუქიძის უნივერსიტეტს ავტორიზაცია ჩამოართვა - იაგო ხვიჩია 

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქვეყნის მე-4 პრეზიდენტი შესაძლოა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გახდეს, მალევე მოჰყვა გამოხმაურებები პოლიტიკურ სპექტრში.

ოპოზიციის დიდი ნაწილი წარმოუდგენლად მიიჩნევს გიორგი მარგველაშვილის თანამშრომლობას "ნაციონალურ მოძრაობასთან" პარტიის თავმჯდომარის დონზე. მაგალითად კი მარგველაშვილის წარსულს და უახლეს ბიოგრაფიას იშველიებენ. მაგალითად, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" თავმჯდომარე, ენმ-ის წევრებს  მარგველაშვილის გადაწყვეტილებით ბენდუქიძის უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერებას ახსენებს და დაფიქრებას ურჩევს. იაგო ხვიჩიას, უჭირს წარმოიდგინოს, რომ მე-4 პრეზიდენტი შესაძლოა ენმ-ის თავმჯდომარე გახდეს. 

"ძალიან მიჭირს წარმოვიდგინო "ნაციონალური მოძრაობის" და გიორგი მარგველაშვილის თანამშრომლობა, პარტიის თავმჯდომარის დონზე. თუნდაც იმის გამო, რომ მარგველაშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც კახა ბენდუქიძის უნივერსიტეტს ავტორიზაცია ჩამოართვა, მგონია, რომ "ნაციონალური მოძრაობისთვის" ამის დავიწყება ვერ იქნება მარტივი ამბავი- ჩვენც დავეხმარებით, რომ არ დაავიწყდეთ,"- აცხადებს იაგო ხვიჩია.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი,
თითქმის გამორიცხავს, რომ მარგველაშვილსა და ენმ-ს შორის შესაძლებელი მსგავსი თანამშრომლობა შედგეს. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი პაატა მანჯგალაძე კი აცხადებს, რომ მის ინტერესში არ შედის თუ ვინ იქნება ენმ-ის თავმჯდომარე. მის დღის წესრიგში მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებაა. 

ვინ იქნება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ეს უნდა გადაწყვიტოს პოლიტსაბჭომ და მისმა ამომრჩევლებმა. ჩემთვის არ არის ეს საკითხი მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია თუ რას აკეთებს ოპოზიცია იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე შევცვალოთ "ქართული ოცნების" ხელისუფლება- ეს ამოცანა ნამდვილად მაქვს, როგორც ეროვნული ამოცანა,"- აცხადებს პაატა მანჯგალაძე. 

"რუსთავი2"-თვის ცნობილი ხდება, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხდება. "კურიერის" ინფორმაციით, შეთავაზება მარგველაშვილმა პირადად მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო და ამ საკითხზე პარტიაში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

დღის ამბები