16 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
მთავრობის განკარგულებით, 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩასატარებლად, სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია იწყება 

დღეს მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა 6 საკითხი განიხილა. მთავრობის განკარგულებით, "უეფას" 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩასატარებლად, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის" ფარგლებში, თბილისში, საგურამოში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში, სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოწყობას იწყებს.

პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და მისი სავარაუდო ღირებულება ასი მილიონი ლარია.

ჩემპიონატისთვის, არსებულის გარდა, საერთო ჯამში, 12 ინფრასტრუქტურული ობიექტი მოეწყობა. 

დღის ამბები