16 ნოემბერი 2024,   02:28
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბაქოში, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბაქოში ვიზიტის დროს აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა. მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორი ქვეყნის მჭიდრო პარტნიორობა და ხაზი გაუსვეს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებაში საპარლამენტო განზომილების დიდ როლს. ამ მხრივ დადებითად შეფასდა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარის საქართველოში განხორციელებული ვიზიტი და იმედი გამოთქვა, რომ თბილისში გამართული შეხვედრები უფრო განამტკიცებს ორი ქვეყნის კავშირებს, მათ შორის საპარლამენტო განზომილებას.

საუბარი შეეხო საქართველო-აზერბაიჯანის წარმატებულ თანამშრომლობას ორი ქვეყნის პარლამენტების საკომიტეტო მიმართულებით.
 
შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს და აღნიშნეს ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთ მხარდაჭერა. შეხვედრაზე მხარეებმა დაადასტურეს მზაობა, რომ ორი ქვეყნის პარლამენტმა შეიტანოს საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილი სხვადასხვა სფეროში ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავებაში.

დღის ამბები