20 ნოემბერი 2024,   19:23
ვრცლად
დაჯარიმებულია 200-ზე მეტი მძღოლი - კალაძის თქმით, დაფიქსირდა შემთხვევა, როცა მიკროავტობუსში ადგილი იყო და მძღოლი მგზავრს არ უჩერებდა

დედაქალაქის მერის განცხადებით, დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც მიკროავტობუსში ადგილი იყო და მძღოლი მგზავრს არ უჩერებდა, რაც მძღოლების მხრიდან აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელი დამოკიდებულებაა - ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრების მხრიდან ძალიან ხშირად შემოდის წერილი და ზარები, რომ მიკროავტობუსების მძღოლები არ აჩერებენ, როდესაც მგზავრის მხრიდან არის მოთხოვნა, რომ გააჩეროს მიკროავტობუსი.

უნდა გითხრათ, რომ ეს შესაძლოა, გამოწვეული იყოს სატრანსპორტო საშუალებებში თავისუფალი ადგილის არარსებობით, ამიტომ არ აჩერებდეს მძღოლი. ჩვენ არ უარვყოფთ, რომ თვითნებობის შემთხვევებიც ფიქსირდება. გვქონდა ასეთი შემთხვევა, მონიტორინგს ვატარებთ. იყო შემთხვევა, როდესაც მიკროავტობუსში იყო ადგილი და მძღოლი მგზავრს არ უჩერებდა.

ეს დამოკიდებულება მძღოლების მხრიდან აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია. გავაგრძელებთ მონიტორინგს. დღეის მდგომარეობით, 200-ზე მეტი მძღოლია დაჯარიმებული. მინდა მივმართო მგზავრებს: მეგობრებო, ვისაც გექნებათ ასეთი შემთხვევა, მოგვმართეთ და დაგვიკავშირდით. მერწმუნეთ, ამას ჩვენი მხრიდან მოჰყვება რეაგირება," - აღნიშნავს კალაძე.

კალაძემ ასევე მიმართა საზოგადოებას, ვისაც აქვს აღნიშული პრობლემა აუცილებლად მიმართოს თბილისი მერიას, რათა მოხდეს შესაბამისი რეაგირება. 

დღის ამბები