28 აპრილი 2024,   09:14
ვრცლად
აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არა სიტყვებით, არამედ საქმით არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი - პაატა მანჯგალაძე

ამერიკის წარმომადგენელთა პალატის მიერ, "საქართველოს მხარდამჭერი აქტის" დამტკიცებასთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთდა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ამერიკის მთავრობა საქართველოს მთელ რიგ დახმარებას უწევს. 

"ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არა სიტყვებით არამედ საქმით არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი. თქვენ იცით, რომ მთელ რიგ დახმარებას უწევს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ამერიკის მთავრობა. არა მარტო შეიარაღებულ ძალებს, ზოგადად საქართველოში დემოკრატიის განვითარებას და ის, რომ დღეს საქართველო არის სუვერენული და თავისუფალი, ქართველი ხალხის ნებასთან ერთად, გარანტორი არის ამერიკის შეერთებული შტატები. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს პარტნიორებთან ერთად რუსეთის პირისპირ," - ამბობს პაატა მანჯგალაძე.

დოკუმენტი ორპარტიულია, ის ადასტურებს შტატების მხარდაჭერას, გმობს რუსეთის ქმედებებს და ვაშინგტონს აძლევს რეკომენდაციებს. კანონპროექტი მოიცავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ნაწილს და ამ მიმართულებით სახელმწიფო მდივანს ავალებს პარტნიორობის ხუთი წლის სტრატეგია წარადგინოს. ამასთან შტატების ადმინისტრაციას მიმართავს გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა საქართველოს შესაძლებლობები რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ, უფრო გაძლიერდეს.

მხარდაჭერის აქტში დაგმობილია რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე კანონდარღვევები, ამავე დროს ადამიანის უფლებების დარღვევები. საუბარია საქართველოს მოქალაქეების გატაცებაზე.

დღის ამბები