30 აგვისტო 2026,   20:34
ვრცლად
არსებობს უფრო მეტი სამხედრო დახმარების საჭიროება უკრაინისთვის, ევროპარლამენტი გააგრძელებს სანქციების გაძლიერებას - რობერტა მეცოლა​

ევროპარლამენტის პრეზიდენტი ამბობს, რომ არსებობს უფრო მეტი სამხედრო დახმარებისა და ეფექტური მხარდაჭერის საჭიროება უკრაინისთვის. რობერტა მეცოლას განმარტებით, ევროპარლამენტი გააგრძელებს დამატებითი სანქციებისა და ახლანდელი სანქციების პაკეტების გაძლიერებისკენ მოწოდებას.

​"არსებობს უფრო მეტი სამხედრო დახმარებისა და ეფექტური მხარდაჭერის საჭიროება უკრაინისთვის. გავაგრძელებთ დამატებითი სანქციებისა და ახლანდელი სანქციების პაკეტების გაძლიერებისკენ მოწოდებას უკეთესი და უფრო ეფექტური გზით. ეს პარლამენტი გააგრძელებს ამ იმპულსით უპრეცედენტო კოორდინაციას, რაც გვაქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ფუნდამენტურ ღირებულებებს ვიზიარებთ და ასევე უკრაინის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი," - ამბობს მეცოლა.

დღის ამბები