03 მაისი 2024,   13:37
ვრცლად
უნიტაზების შემდეგ პუტინის ჯარისკაცები შედევრების მოპარვაზე გადავიდნენ - მარიუპოლის მუზეუმის უნიკალური ექსპონატები ან დაზიანებულია, ან წაღებული 

მარიუპოლის ეროვნული მუზეუმი, მე-19 საუკუნის არქიტექტურული ძეგლი, რომელიც მეორე მსოფლიო ომსაც კი გადაურჩა, ოკუპანტებმა თითქმის სრულად გაანადგურეს. უნიკალური ექსპონატების დიდი ნაწილი დაზიანებულია, ნაწილი კი რუსმა სამხედროებმა მოიპარეს.

მარიუპოლში ინახებოდა შვიდი შედევრის ორიგინალი, მათ შორის არქიპ კუინჯის სამი ნახატი - წითელი მზის ჩასვლა, შემოდგომა, ელბრუსი. აივაზოვსკის ორიგინალი "კავკასიის სანაპიროზე", დუბოვსკის ნახატები, სამი უნიკალური ხატი და მოქანდაკე ვლადიმერ ბეკლემიშიევის შექმნილი ბიუსტი. მარიუპოლის საკრებულო უკვე აგროვებს მტკიცებულებებს სისხლის სამართლის პროცესის დასაწყებად.

მტრის ალყაში მოქცეულ ქალაქში მუზეუმის თანამშრომლები ახლა გადარჩენილ ექსპონატებს აგროვებენ და დაზიანებული ნამუშევრების აღდგენას ცდილობენ. იმედი აქვთ, რომ მუზეუმის ისტორიული შენობა მალე აღდგება და დაზიანებული ექსპონატებიც პირვანდელ სახეს დაიბრუნებენ.

არსებობს ეჭვი, რომ მოპარულის მუზეუმიდან ხელოვნების ასეულობით ნიმუშის მოპარვაში ოკუპანტებს მუზეუმის ის თანამშრომელიც ეხმარებოდა, რომელმაც უშუალოდ იცოდა შედევრების ადგილმდებარეობა. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში მას ღალატისა და მტერთან თანამშრომლობის ბრალდებით გაასამართლებენ.

დღის ამბები