30 აგვისტო 2026,   02:40
ვრცლად
ჰოლივუდის მსახიობი და გაეროს კეთილი ნების ელჩი ანჯელინა ჯოლი ლვოვში ჩავიდა

ჰოლივუდის მსახიობი და გაეროს კეთილი ნების ელჩი ანჯელინა ჯოლი ლვოვში ჩავიდა. ინფორმაციას ლვოვის ოლქის გუბერნატორი ავრცელებს.

მაქსიმ კოზიცკის თანახმად, ანჯელინა ჯოლი ესტუმრა თავშესაფარს, რომელსაც კრამატორსკის სარკინიგზო სადგურზე აფეთქების შედეგად დაშავებულები აფარებენ თავს. მსახიობი ლვოვის რკინიგზის სადგურზე მყოფ მოხალისეებსაც შეხვდა, რომლებიც დაშავებულებს ადგილზე სამედიცინო დახმარებას უწევენ.

ანჯელინა ჯოლი ლვოვში ყოფნის დროს საჰაერო განგაშის მომსწრეც გახდა, რის გამოც მას სასწრაფოდ თავშესაფარში ჩასვლა დასჭირდა.

დღის ამბები