ბლოგერი დენის კოშელნიკი სოციალურ ქსელში ვიდეო-მიმართვას ავრცელებს და პრეზიდენტის ოფისის მრჩეველს, ალექსეი არესტოვიჩს, მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს. ამბობს, რომ ამ მოსაზრების გაჟღერება "აზოვის" ბატალიონის მებრძოლმა სთხოვა:
"ის ადამიანი თავის სამშობლოს, უკრაინას იცავს და მზადაა მას სიცოცხლე შესწიროს, ის ხელშია დაჭრილი ტყვიით. ის მაქსიმალურადაა შოკში იმის გამო, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ქვეყნის დამცველებთან იმ ადამიანებს, მოდი ასე ვთქვათ, ვინც ხელისუფლებაში არიან, ჩვენს მთავრობას წარმოადგენენ. და მან დაჟინებით მთხოვა, გადამეცა არესტოვიჩისთვის, მე ამას პირადად ვერ შევძლებ და ასე გადმოვცემ - თუ "აზოვის" ბიჭები გადარჩნენ და სადმე წააწყდებიან არესტოვიჩს, იმ სისულელისა და ბოდვის გამო, რომლებსაც მისი ტკბილი ბაგეები გადმოსცემენ, მე ვციტირებ: თავ-ყბას დაულეწავენ! აი ასეა ჩემო ძმებო".