21 დეკემბერი 2024,   17:50
ვრცლად
"არ გადამასვენოთ იმ საძულველ ქვეყანაში, პუტინის რუსეთში, აქ დამმარხეთ, საქართველოში" - გუდაურის სასტუმროში რუსი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

40 წლამდე რუსმა მამაკაცმა გუდაურში ყოფნისას სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

"რუსეთში არ გადამასვენოთ, საქართველოში მომიჩინეთ სამუდამო განსასვენებელი" - ასეთია რუსეთის მოქალაქის უკანასკნელი სურვილი, რომელიც ანდერძად წერილში დატოვა.

"პრაიმტაიმისთვის" ცნობილი გახდა, რომ 40 წლამდე მამაკაცმა სიცოცხლე გუდაურში, ერთ-ერთ სასტუმროში სუიციდით დაასრულა.

როგორც ჩვენთან საუბარში სასტუმროს ერთ-ერთი თანამშრომელი ამბობს, მამაკაცი პუტინის პოლიტიკის მოწინააღმდეგე იყო.

"პუტინის მიმართ ლოიალური არ ყოფილა. პირიქით - სძულდა მისი პოლიტიკა და აგრესია. ძალიან უყვარდა საქართველო და აქ ყოველ წელს ჩამოდიოდა. სიცოცხლის უკანასკნელი 10 დღე აქ გაატარა. სასტუმროში ნომერი ჰქონდა აღებული. მან სიცოცხლე სუიციდით დაასრულა და წერილიც დატოვა - ის ითხოვდა, რომ ცხედარი რუსეთში არ გადაესვენებინათ.

"არ გადამასვენოთ იმ საძულველ ქვეყანაში, პუტინის რუსეთში. აქ დავასრულე ყველაფერი და აქვე დამმარხეთ, საქართველოში. ყველაფერი მძულს, რაც აგრესიას უკავშირდება, მათ შორის ის ომებიც, რომლებიც ჩემს ქვეყანას ჯერ საქართველოსთან, ახლა კი უკრაინასთან აქვს," - ეწერა წერილში, რომელიც სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში ცხედართან ახლოს ჩემმა თანამშრომლებმა იპოვეს," - ამბობს სასტუმროს თანამშრომელი.

 

დღის ამბები