28 ნოემბერი 2026,   16:39
ვრცლად
ალექსანდრე ბერულავას სახელობის ჟურნალისტური პრემიის მესამე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ალექსანდრე ბერულავას სახელობის ჟურნალისტური პრემიის მესამე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებაზე გამარჯვებულები ოთხ ნომინაციაში გამოვლინდნენ.

აქცენტი გაკეთდა აფხაზეთის თემაზე შექმნილ საუკეთესო სტატიებზე, მრავალწლიან პროფესიულ საქმიანობასა და კონფლიქტის ისტორიული კადრების შენარჩუნებაზე.  

"აფხაზეთის მთავრობისთვის საშა ბერულავას ჟურნალისტიკის პრემიის დაჯილდოების ღონისძიება ერთ-ერთი გამორჩეული ღონისძიებაა ჩვენს წლიურ კალენდარში. მე მინდა მივულოცო თითოეულ მონაწილეს, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ზოგადად, ჩვენი მიზანია, რომ აფხაზეთის თემატიკა მეტად ისმოდეს ჩვენს საზოგადოებაში. საშა ბერულავას ფიგურა, ზოგადად, როგორც ქართულ ჟურნალისტიკაში, ასევე უახლესი ისტორიის გამორჩეული გმირული თავგანწირვით დაგვამახსოვრა თავი", - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ჯინჭარაძემ. 

 

 

 

 

დღის ამბები