28 ნოემბერი 2026,   17:17
ვრცლად
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ომანის ყურეში, ირანის საზღვაო ბლოკადის გარღვევის მცდელობისას, კომერციული გემი შეაჩერა

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) ომანის ყურეში კომერციული გემი მწყობრიდან გამოიყვანა მას შემდეგ, რაც გემმა, ირანის პორტიდან გასვლის შემდეგ, აშშ-ის საზღვაო ბლოკადის გარღვევა სცადა.

CENTCOM-ის ინფორმაციით, გემი არაერთხელ გააფრთხილეს, თუმცა მან კურსი არ შეიცვალა.

ხომალდის შესაჩერებლად, აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავმა ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალა გამოიყენა და პალაუს დროშის ქვეშ მცურავ გემს, M/V Pacific Archer-ს, უკანა ნაწილში დაარტყა. შედეგად, გემის ძრავის სისტემა საბოლოოდ მწყობრიდან გამოვიდა. შემთხვევის შედეგად, სამოქალაქო ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან.

მშრალი ტვირთის გადამზიდავი გემი რეგიონულ წყლებში გადაადგილებას ცდილობდა მას შემდეგ, რაც ირანის პორტ ბანდარ-აბასიდან (Bandar Abbas) გავიდა.

როგორც CENTCOM-ის განცხადებაშია აღნიშნული, ისინი საზღვაო ბლოკადის მკაცრ აღსრულებას აგრძელებენ.

აშშ-ის ძალებმა უკვე 158 კომერციულ გემს, რომლებიც მოთხოვნებს დაემორჩილნენ, კურსი შეუცვალეს, ხოლო ექვსი გემი, რომლებმაც მოთხოვნების შესრულებაზე უარი თქვეს, მწყობრიდან გამოიყვანეს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ომანის ყურეში და ჰორმუზის სრუტის მისადგომებთან მცურავ ყველა მეზღვაურს მოუწოდებს, გაითვალისწინონ CENTCOM-ის ძალების მიერ გაცემული ბლოკადის შესახებ გაფრთხილებები.

დღის ამბები