28 ნოემბერი 2026,   15:48
ვრცლად
გლობალური დაპირისპირების უმწვავესი ეტაპია, რომელიც შეიძლება ძალიან მძიმე შედეგებით განვითარდეს და არსებობს ამ დაპირისპირებაში საქართველოს შეთრევის დაუოკებელი სურვილი - გიორგი ვოლსკი

ევროპარლამენტარების გვერდებზე გავრცელებულ ვიდეომიმართვებს, რომლებშიც ევროპელი პოლიტიკოსები ქართული ოპოზიციის მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ, პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკის განცხადებით, მსგავსი მოწოდებები არ გამოხატავს ევროპული საზოგადოებისა და ხალხების პოზიციას. 

"არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, საკუთარ ქვეყანას დაუპირისპირდნენ რაღაც გამოგონილი არგუმენტებით და აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ცდილობენ, ითამაშონ ის თამაში, რომელსაც მარკეტა გრიგოროვა და სხვა ევროპარლამენტარები კარნახობენ. ეს არ არის ევროპული საზოგადოების და ხალხების პოზიცია.

აქ არის დაპირისპირების, გლობალური დაპირისპირების უმწვავესი ეტაპი, რომელიც შეიძლება ძალიან მძიმე შედეგებით განვითარდეს და ამ დაპირისპირებაში საქართველოს შეთრევის ესეთი დაუოკებელი, გააფთრებული სურვილი. ამას ემსახურება კოლექტიური ნაცმოძრაობის ძალისხმევა", - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

სოციალურ ქსელში ვრცელდება არაერთი ვიდეო, როგორ მოუწოდებენ ევროპელი პოლიტიკოსები ოპოზიციის მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისკენ. განცხადებებში ისმის სერბეთის მაგალითი. ევროპარლამენტარები აქციის მხარდაჭერის დროს ამბობენ, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს თბილისში, როგორც ეს უკრაინაში ხდება.

 

დღის ამბები