18 აპრილი 2024,   13:51
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მენეჯმენტი განახლდა

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მენეჯმენტი განახლდა. მინისტრი ამბობს, რომ აუდიტისა და რეგულირების სააგენტოს შემოწმების შედეგად პრობლემები გამოიკვეთა.

"პანდემიის პროცესში ბევრი გამოწვევები დაგროვდა, როგორც სხვა კლინიკებში, ასევე, სახელმწიფო კლინიკაშიც - რესპუბლიკურში და საჭიროდ ჩავთვალეთ განგვეახლებინა მენეჯმენტი, ახალი ხედვა და სისხლი ყოფილიყო კლინიკაში.

პრობლემები, რასაკვირველია, აუდიტის შემოწმების პროცესშიც გამოიკვეთა და ჩვენი რეგულირების სააგენტოც სწავლობდა. [აქ იყო] არამხოლოდ ფინანსები, როგორც ინფექციის კონტროლის, ასევე, მკურნალობის სწორად წარმართვის კუთხით ამოწმებდნენ და ამასთან, ფინანსური ხარჯები რაც ბიუჯეტიდან იქნა გაწეული, რამდენად სწორად და მიზანმიმართულად დაიხარჯა," - განაცხადა მინისტრმა.

დღის ამბები