02 სექტემბერი 2026,   19:53
ვრცლად
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის 71-ე დღე - ღამის განმავლობაში უკრაინის თითქმის ყველა რეგიონში განგაშის სიგნალები ისმოდა

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის 71-ე დღე - ღამის განმავლობაში უკრაინის თითქმის ყველა რეგიონში განგაშის სიგნალები ისმოდა.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსებმა დაბომბეს დნიპროს ცენტრი. ერთ-ერთი სამიზნე სარკინიგზო ინფრასტრუქტურა იყო.

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთი სარაკეტო თავდასხმებს განაგრძობს მთელ უკრაინაში, სახმელეთო ოპერაციები კი აღმოსავლეთ უკრაინაზეა ფოკუსირებული.

New York Times-ის ინფორმაციით კი, ამერიკული დაზვერვა უკრაინას ეხმარება რუსი გენერლების მოკვლაში.

დონეცკში რუსული იერიშების შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 11 მშვიდობიანი მოქალაქე.

იზიუმთან დაბომბვის შედეგად დაიღუპა უკრაინელი ჟურნალისტი ოლექსანდრ მახოვი.

სარაკეტო თავდასხმები იყო ხარკივზეც, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა ერთი ბავშვი.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინელმა დამცველებმა ხარკივის კიდევ ერთი სოფელი მოლოდოვა გაათავისუფლეს.

ხერსონში კი რუსი ოკუპანტები "ფეისბუქსა" და "ინსტაგრამზე" წვდომის დაბლოკვას ცდილობენ.

დღის ამბები