23 აგვისტო 2026,   21:55
ვრცლად
თავდაცვის სამინისტროში საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ  და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ საფრანგეთის რესპუბლიკის გაერთიანებული შტაბის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელს უმასპინძლეს. ინფორმაციას ამის შესახებ უწყება ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლელა ჩიქოვანმა და ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გენერალ-მაიორ ლორან მარბეფს ვიზიტისთვის, საფრანგეთს პოლიტიკური  და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.  

შეხვედრაზე საქართველოსა და საფრანგეთს შორის  თავდაცვის სფეროში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს.  საუბარი შეეხო  საჰაერო თავდაცვის, სამთო მიმართულებით თანამშრომლობას, ასევე, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე  სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) ერთობლივ კონტრიბუციას. შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინის მიმართ  მტკიცე მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატეს და რეგიონში არსებული  საფრთხეები და უსაფრთხოების გამოწვევები მიმოიხილეს.

"ძალიან ნაყოფიერი პარტნიორობა გვაკავშირებს საქართველოსთან და მხარს ვუჭერთ თქვენს ქვეყანას. დღევანდელი ვიზიტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე დაიგეგმა. ჩვენი სურვილი იყო, გამოგვეხატა სოლიდარობა და მეგობრობა საქართველოს, მისი თავდაცვის ძალების მიმართ. შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებები კიდევ ერთხელ განვსაზღვრეთ. საჰაერო თავდაცვა და სამთო მომზადება თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებებია,  რომელიც გვსურს უფრო კონკრეტული და ეფექტური გავხადოთ. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ყველას ვინც წვლილი შეიტანა ამ ვიზიტის განხორციელებაში სტუმართმოყვარეობისთვის, ასეთი მიღებისთვის. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ," - განაცხადა გენერალ-მაიორი ლორან მარბეფმა.

დღის ამბები