30 აგვისტო 2026,   02:40
ვრცლად
რესპუბლიკურ საავადმყოფოს მილიონ 800 ათასი დოლარის ღირებულების უახლესი სამედიცინო ტექნიკა გადაეცა

რესპუბლიკურ საავადმყოფოს, მილიონ 800 ათასი დოლარის ღირებულების უახლესი სამედიცინო ტექნიკა გადაეცა. სამედიცინო დანიშნულების მოწყობილობები კლინიკას იაპონიის მთავრობამ გადასცა. პროექტი მიზნად ისახავს კლინიკის დიაგნოსტიკური და სამკურნალო შესაძლებლობების გაძლიერებას, სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით და პერსონალის შესაბამისი გადამზადებით.

ღონისძიებას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი და იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრი დაესწრნენ.

"მიხარია, რომ დღეს ვესწრები იაპონიის მთავრობის მიერ, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მეშვეობით სამედიცინო აღჭურვის გადაცემის ცერემონიას საქართველოსთვის. იმედი მაქვს, აღჭურვა დაეხმარება ჯანდაცვის სექტორს გაძლიერებაში: ჩვენ განვაგრძობთ ძალისხმევას, ხელი შევუწყოთ ჯანდაცვის სექტორის განვითარებას,"- აცხადებს იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრი ტარო ჰონდა.

დღის ამბები