15 ნოემბერი 2024,   23:47
ვრცლად
სააკაშვილმა სხვა კრიტერიუმით დაგვიბარა, მაგ კრიტერიუმით ვერ მივალ - ვახტანგ მეგრელიშვილი

მსჯავრდებულმა მესამე პრეზიდენტმა პროფესიით ექიმ პოლიტიკოსებს გუშინ ციხიდან წერილით მიმართა. მსჯავრდებული დეპუტატებს, რომლებიც სამედიცინო სფეროს წარმოადგენენ, მის პირადად მონახულებას სთავაზობს.

სააკაშვილის მიმართვას უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის ნაწილი ეთანხმება ყოფილ პრეზიდენტს და მზად არის მოინახულოს, ნაწილს კი ამ ინიციატივასთან დაკავშირებით კითხვები აქვს.

"მე ვარ წინააღმდეგი ციხეში მყოფი ადამიანი შეცდომაში შევიყვანოთ. იმან სხვა კრიტერიუმით დაგვიბარა, მაგ კრიტერიუმით ვერ მივალ. გააფართოვოს დისკუსიის არეალი და, შესაბამისად, მზად ვარ. მაგრამ მაგ პირობით უაზროა იქ მონახულება. მე რომ გამოვალ იქიდან, პოლიტიკურ განცხადებებს პირობის დარღვევით ხომ ვერ გავაკეთებ. მე იქ მივედი, როგორც ექიმი, და უნდა ვილაპარაკო მხოლოდ მის ფერზე და ანალიზის პასუხებზე და არ ვარ ამაში კომპეტენტური და არც სურვილი გამაჩნია," - განაცხადა "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა. 

დღის ამბები