15 ნოემბერი 2024,   23:50
ვრცლად
ნებისმიერი კითხვა არის ლეგიტიმური, განსაკუთრებით პარტნიორების აზრს ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს - გიორგი ცაგარეიშვილი

მმართველი გუნდი გია გაჩეჩილაძის მიერ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში შეერთებული შტატების ელჩის მისამართით დასმულ შეკითხვებს ეხმაურება.

როგორც ირკვევა, გაჩეჩილაძეს ამერიკელი დიპლომატისგან სურს გაიგოს, რას ფიქრობს ელჩი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის, ვადამდელი არჩევნებისა და მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების შესახებ. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ნებისმიერ მოქალაქეს კითხვის დასმის ლეგიტიმური უფლება აქვს, თუმცა მათთვის ნათელია, რომ შეერთებული შტატები აფასებს ქვეყნის სუვერენულ უფლებებს და წლებია საქართველოს განვითარებაში ეხმარება.

"ქართულ ოცნებაში" განმარტავენ იმასაც, რომ მოქმედი ხელისუფლებისა და შეერთებული შტატების პოზიცია ერთმანეთთან თანხვედრაშია. შესაბამისად, საქართველო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს მშვიდობის შენარჩუნებას და სვლას ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ კითხვის დასმის უფლება აქვს ყველას განსაკუთრებით ქვეყნის პარტნიორებთან.

"ნებისმიერი კითხვა არის ლეგიტიმური, განსაკუთრებით პარტნიორების აზრს ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს. საქართველოს მომავალზე ერთნაირად ვფიქრობთ, რომ ჩვენი მომავალი არის ევროატლანტიკურ სივრცეში,"-აცხადებს ცაგარეიშვილი. 

გია გაჩეჩილაძემ აშშ-ის ელჩს საქართველოში სამი კითხვით მიმართა.

„ძალიან მაინტერესებს, ამ 40 ათასი კაცის სახელით მინდა შეკითხვა დავუსვა ქალბატონ კელი დეგნანს, მართლა მაინტერესებს, ვფიცავ ყველაფერს. მომხრეა თუ არა ის საქართველოში მეორე ფრონტის, მომხრეა თუ არა სააკაშვილის გამოშვების და მომხრეა თუ არა რიგგარეშე არჩევნების“, - ამბობს გია გაჩეჩილაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები