15 ნოემბერი 2024,   23:38
ვრცლად
"თვითონ მიხეილ სააკაშვილი არის ხელის შემშლელი საკუთარი ჯანმრთელობის სწორად წარმართვის" - დიმიტრი ხუნდაძე

მიხეილ სააკაშვილის მიმართვას, რომელიც ციხეში მასთან ექიმი დეპუტატების ვიზიტს ითხოვს, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ უპასუხა.

დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის მიმართვა უფრო პოლიტიკური შინაარსის მატარებელია და ნაკლებად ემსახურება სამედიცინო მიზნებს.

მისი თქმით, დეპუტატებს ციხეში სტუმრობის პრობლემა არ ჰქონიათ და არც ახლა აქვთ, უბრალოდ მოცემულ მომენტში ამის საჭიროებას ვერ ხედავენ.

"ჩვენს ვიზიტს ეკარგება აზრი, რადგან პატიმარი სააკაშვილი პოლიტიკურ დღის წესრიგს არ ცვლის. თვითონ მიხეილ სააკაშვილი არის ხელის შემშლელი საკუთარი ჯანმრთელობის სწორად წარმართვის, ამიტომ მისი პოლიტიკური მიზანი უნდა შეიცვალოს და რეკომენდაციები შეასრულოს," - აცხადებს ხუნდაძე. 

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, ნებისმიერი პატიმრისთვის, ვისაც მკურნალობა დასჭირდება, ამას სახელმწიფო უზრუნველყოფს. 

"ვერავის მხრიდან სპეკულაციები და მიტინგები ვერ შეცვლის კანონს, ეს ფაქტი და მოცემულობაა. თუ რომელიმე პატიმარს დასჭირდება მკურნალობა ამას სახელმწიფო გადაწყვეტს და გააკეთებს,"- აცხადებს დავითულიანი. 

დღის ამბები