15 ნოემბერი 2024,   23:45
ვრცლად
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია შემუშავებულია და დოკუმენტი მზად არის დამტკიცების პროცედურებისთვის - ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი 

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის დოკუმენტთან დაკავშირებით შექმნილ სპეკულაციებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის დოკუმენტთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში შექმნილ სპეკულაციებს.

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია შემუშავებულია და დოკუმენტი მზად არის დამტკიცების პროცედურების დასაწყებად. კონცეფცია არასამთავრობო სექტორთან, აკადემიურ პროფესიულ წრეებთან, სახელმწიფო უწყებებთან, პრეზიდენტისა და პრემიერის ადმინისტრაციებთან, პარლამენტის შესაბამის კომიტეტებსა და უცხოელ პარტნიორებთან მჭიდრო კონსულტაციების შედეგად შემუშავდა.

დოკუმენტის მომზადების პროცესში ასევე ჩართულნი იყვნენ უცხოელი პარტნიორები, გაზიარებული იქნა საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა და ექსპერტული მოსაზრებები.

უკრაინაში საომარი მოქმედებებიდან, რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გარემოსა და არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პარლამენტში გაგზავნამდე, დოკუმენტი განახლდა და ის საკანონმდებლო ორგანოს განსახილველად უახლოეს პერიოდში გადაეგზავნება.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კონცეფციის პროექტი იანვრის ბოლოს დაგზავნილ იქნა 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან, შემდგომ პერიოდში მედიაში ფართოდ და პოზიტიურად გაშუქდა, მიუღებელია ხსენებული საკითხით პოლიტიკური სპეკულირება," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები