ავტომობილების არასწორი პარკირებისა და ტროტუარზე გაჩერებისთვისთვის ჯარიმების გამკაცრების თაობაზე, დღეს, საკანონმდებლო ორგანო საკომიტეტო მოსმენებს იწყებს. პროექტის თანახმად, ტროტუარზე პარკირებული ავტომობილი დაუყოვნებლივ დაექვემდებარება ევაკუაციას. ორმაგდება შშმ პირებისთვის განკუთვნილი გაჩერების ადგილზე პარკირების ჯარიმა და ზოგადად, პარკირების წესის დარღვევისთვის ჯარიმის თანხის ოდენობა 10-დან 50 ლარამდე იზრდება. ცვლილებებს მიესალმებიან საპარლამენტო უმრავლესობაში, ოპოზიციაში კი მიიჩნევს, რომ პრობლემის მოგვარება, საპარკინგე ადგილების უზრუნველყოფით უნდა დაიწყოს.
"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, მერიის გაცხადებული პოლიტიკა არის საპარკინგე ადგილების შემცირება და მძღოლებთან ბრძოლა, იმ გაგებით, რომ მერიას სურს ბევრი მძღოლი გადასვას საზოგადოებრივ ტრანსპორტზე.
"ამ პირობებში გარკვეულწილად ამორალურად მიმაჩნია ჯარიმების ზრდა. იმის ნაცვლად რომ პირიქით, კომფორტული იყოს ქალაქი მძღოლებისთვის, მარტივად გავაჩეროთ მანქანა, პარკინგები იყოს და ა.შ, ჯერ ვქმნით რთულ მდგომარეობას მძღოლებისთვის, მერე კი ვაჯარიმებთ," - განაცხადა რაქვიაშვილმა.