15 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
სააკაშვილს კანონით გათვალისწინებული, ყველა მომსახურების მიღების უფლება აქვს - ირაკლი ქადაგიშვილი

მმართველ გუნდში აცხადებენ,რომ მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს ყველა საჭირო მკურნალობა უტარდება, თუმცა ის თავად ამბობს უარს მედიკამენტების გარკვეულ ნაწილზე.

"ქართული ოცნება" მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტი მისივე ჯანმრთელობის მდგომარეობას, ქვეყანაში დესტაბილიზაციის შესაქმნელად და სპეკულაციისთვის იყენებს. 

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სააკაშვილს შეზღუდვა არ აქვს არცერთ კანონით გათვალისწინებულ პროცედურაზე. 

"მას მკურნალობის, კვების, სეირნობის კანონით გათვალისწინებული ყველა პაემნის და სხვა ყველა მომსახურების მიღების უფლება აქვს და არცერთი ეს უფლება არასდროს არ შეზღუდვია. ის,რომ მიხეილ სააკაშვილს პატიმრობიდან თავის დახსნა აქვს განზრახული და ამისთვის ის სხვადასხვა მეთოდებს იყენებს ხოლმე, მისი სპეკულაციით ქართული საზოგადოების მუდმივად სტრესში შეყვანა ხდება,"-აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი

ოპოზიციის ნაწილი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს. მათი განცხადებით, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულია. ისინი ამბობენ, რომ უნდა შეიქმნას ახალი ჯგუფი, რომელშიც უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან.

დღის ამბები