15 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
"სახელმწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მხარდაჭერა" - დიეგო კოლასი

საქართველოში საფრანგეთის ელჩის, დიეგო კოლასის განცხადებით, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის "ჯამრთელობის მდგომარეობის მხარდაჭერა".

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აუცილებელია ადამიანებს საპატიმრო დაწესებულებაში ევროპული სტანდარტების მკურნალობაზე მიუწვდებოდეთ ხელი.

"სახელმწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მხარდაჭერა. აუცილებელია საპატიმრო დაწესებულებაში ადამიანებს ევროპული სტანდარტების მკურნალობაზე მიუწვდებოდეთ ხელი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მარტივი არ არის ამის გაკეთება, მაგრამ აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ასევე, რეკომენდაციები იქნა გაცემული სახალხო დამცველის სამსახურის მხრიდან და იმედი მაქვს, მალე იქნება მოძებნილი გამოსავალი. ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის უფლება უნდა იყოს უზრუნველყოფილი,"-აცხადებს საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში
დიეგო კოლასი.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ნაწილი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს. მათი განცხადებით, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულია. მმართველ გუნდში კი აცხადებენ,რომ მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს ყველა საჭირო მკურნალობა უტარდება, თუმცა ის თავად ამბობს უარს მედიკამენტების გარკვეულ ნაწილზე.

დღის ამბები