თბილისის მერი მთაწმინდის ფერდის გამწვანების სამუშაოებს გაეცნო. მთაწმინდის ურბანული ტყის განაშენიანების პროექტი უკვე მესამე წელია მიმდინარეობს. დაირგო 40 სახეობის ხე-მცენარე. განაშენიანების პარალელურად, არეალში საფეხმავლო ბილიკები კეთდება
"კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ამ ყველაფრის გაკეთება, დაახლოებით 20 მილიონი ლარი ჯდება. ფერდზე უმძიმესი მდგომარეობა იყო, არ არსებობდა სარწყავი სისტემა. პროგრამის ფარგლებში კი, ამ ყველაფრის მოწესრიგება მთლიანად ხდება,"- აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.