20 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
ჯარისკაცები შეხვედრებს ქვემო ქართლში მართავენ - საინფორმაციო კამპანია სამხედრო სამსახურის შესახებ

სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მიღება გრძელდება. სამხედრო მოსამსახურეები შეხვედრებს ქვემო ქართლში მართავენ. მათ სამხედრო სამსახურის შესახებ ინფორმაცია მოქალაქეებს მარნეულში, ბოლნისსა და დმანისში გააცნეს.

ჯარისკაცებმა ისაუბრეს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღების პროცედურასა და ტერიტორიული პრინციპით დასაქმების შესაძლებლობაზე.

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურისა და თავდაცვის ძალებში პროფესიით დასაქმების შესახებ საინფორმაციო კამპანია ქვეყნის მასშტაბით ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

დღის ამბები