კინოთეატრი "ამირანი", ევროპის დღესთან დაკავშირებით, კინოსურათის, "მე და ევროპას" ჩვენებას მასპინძლობს. ფილმი საქართველოს ოთხი რეგიონიდან მოიცავს ოთხ ამბავს . ფილმი, ევროკავშირის მხარდაჭერითა და თანამშრომლობით, რეჟისორმა გიორგი ქველიძემ გადაიღო.
ფილმის გმირები არიან ირაკლი - მწყემსი და მზარეული კახეთის სოფელ უდაბნოდან, რომელიც იმ მრავალფეროვან საზოგადოებას აჩვენებს, რომელიც მის ცხოვრებას კიდევ უფრო ამდიდრებს. თენგიზი რაჭიდან, რომელიც რადიოების კოლექციონერია და ამავდროულად, თავისუფლებისკენ სწრაფვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი. ასევე, ფეხბურთელები გურიიდან, რომლებმაც საქართველოს ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა და უამრავი სტერეოტიპის დამსხვრევა შეძლეს. აკაკი და ლეონორი, აქტიური მოქალაქეები ქუთაისიდან, რომლებიც უფრო ჯანსაღი საზოგადოებისა და მწვანე გარემოს შექმნას ცდილობენ.