სანდრო ყურაშვილი მსოფლიო ჩემპიონია. სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველმა სპორტსმენმა ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა ფალავანმა ფინალში ირანელი აბოლფაზ რაჰმანი ფიროუზი ანგარიშით 4:2 დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.