საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებისთვის მოგზაურობისთვის უსაფრთხო ქვეყნების სიაში რჩება - ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს და სპეციალურ რუკას აქვეყნებს, სადაც ამერიკელი მოქალაქეებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ აპირებენ გამგზავრებას შესაბამისი რეკომენდაციებია მითითებული.
საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში კანადის, ავსტრალიის, პორტუგალიის, ნორვეგიის, შვედეთისა და ფინეთის გვერდით იკავებს ადგილს.