30 აგვისტო 2026,   01:05
ვრცლად
ლუგანსკის ოლქში, ბელოგოროვკას სკოლაზე სარაკეტო იერიშს 60-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სარაკეტო იერიშის შედეგად ლუგანსკის ოლქის სოფელ ბელოგოროვკას სკოლა დაიწვა. შეტევის მომენტში შენობაში 90 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 30 გადაარჩინეს. დანარჩენი 60, დიდი ალბათობით დაღუპულია. თავშესაფრების გარდა, უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონებში იბომბება დასახლებული პუნქტები. 

ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის, სერგეი გაიდაის თქმით, სკოლა მთლიანად განადგურებულია და იქ ვინმეს გადარჩენის შანსი ძალიან მცირეა.

"ბილოგოროვკის სკოლაზე ავიაიერიში განხორციელდა, შენობა სამწუხაროდ მთლიანად დანგრეულია. დარტყმა განხორციელდა საჰაერო ბომბით და არა უბრალოდ რაიმე სახის საარტილერიო ჭურვით. საგანგებო სიტუაციების სამსახური ადგილზე სამძებრო სამუშაოებს ატარებს, ნანგრევებში 60 ადამიანი რჩება. სკოლა მთლიანად განადგურებულია, ძალიან მცირე შანსია, იქ ვინმე გადარჩეს," - აცხადებს გაიდაი.

დღის ამბები