30 აგვისტო 2026,   04:57
ვრცლად
"ბოროტება ვერ დაიმალება ბუნკერში" - ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ხსოვნისა და შერიგების დღისთვის სპეციალური მიმართვა ჩაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ხსოვნისა და შერიგების დღისთვის, რომელიც უკრაინაში 8 მაისს აღინიშნება, სპეციალური მიმართვა ჩაწერა.

შავ-თეთრი ვიდეო კიევის ოლქის ქალაქ ბოროდიანკაში დანგრეული და დამწვარი სახლების ფონზეა გადაღებული და ასე იწყება: "შეიძლება თუ არა გაზაფხული შავ-თეთრი გახდეს? სამწუხაროდ, კი“.

მისი თქმით, სიტყვა "აღარასდროს", რომელიც ხშირად ისმის მეორე მსოფლიო ომთან მიმართებით, ახლა უკრაინელებისთვის სხვანაირად ჟღერს – "ძახილის გარეშე, მაგრამ კითხვის ნიშნით".

"24 თებერვალს სიტყვა "აღარასოდეს" წაშალეს. გვესროდნენ და გვბომბავდნენ ასობით რაკეტით, დილის 4 საათზე, რომელმაც მთელი უკრაინა გამოაფხიზლა. საშინელი აფეთქებების ხმა გავიგეთ. გავიგეთ "ისევ". მათ მოკლეს სიტყვა "აღარასდროს" და თქვეს: "ჩვენ შეგვიძლია გავიმეოროთ," - ამბობს ზელენსკი.

დღის ამბები