04 მაისი 2024,   18:28
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2600-ზე მეტ რუს და ბელარუს სამხედროს სავიზო შეზღუდვებს უწესებს

ამერიკის მიერ დაწესებულ ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა გაავრცელა. ენტონი ბლინკენი სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" წერს, რომ სავიზო შეზღუდვები დამატებით 2 600-ზე მეტი რუსი და ბელარუსი სამხედროსთვის დაწესდება.

"რუსულმა ძალებმა უკრაინაში ომის დანაშაულები ჩაიდინეს, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს და შექმნეს ჰუმანიტარული კატასტროფა. საპასუხოდ, სახელმწიფო დეპარტამენტმა 2600-ზე მეტ რუს და ბელარუს სამხედროსა და სხვა ოფიციალურ პირებს პასუხისმგებლობის დაკისრების ხელშეწყობის მიზნით, სავიზო შეზღუდვები დაუწესა", - წერს ბლინკენი.

დღის ამბები