30 აგვისტო 2026,   15:54
ვრცლად
"ეს არის შეურაცხყოფა იმ ადამიანების, ვის მიმართაც დღემდე არ აღიარებენ არაადამიანურ მოპყრობას" - მმართველ გუნდში "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას ეხმაურებიან

"ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას, მიხეილ სააკაშვილისთვის თავდებში ჩადგომის თაობაზე, "ქართულ ოცნებაში" ეხმაურებიან. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ თუ ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტს კონკრეტულ ინიციატივას შესთავაზებენ, ამაზე შესაბამისი სამსახურები იმსჯელებენ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ეს კიდევ ერთხელ არის შეურაცხყოფა იმ ადამიანების, ვის მიმართაც დღემდე არ აღიარებენ, რომ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას.

"სააკაშვილისთვის თავდებობის სურვილი თუ აქვს მის პარტიას, პოლიტიკურად ეს გასაგებია - პარტიას, რომელსაც ყავს ბელადი სააკაშვილი, აქვს ინტერესი, რომ ყველანაირად დაიხსნას. ეს კიდევ ერთხელ არის შეურაცხყოფა ჩვენი ხალხის და იმ ადამიანების, ვის მიმართაც დღემდე არ აღიარებენ, რომ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას. თუ მათ რაიმე კონკრეტული შემოთავაზება აქვთ და დასვამენ საკითხს, რა თქმა უნდა ამაზე შესაბამისი სამსახური იმსჯელებს და გაეცემა პასუხი," - განაცხადა ოხანაშვილმა.

დღის ამბები