19 აპრილი 2024,   22:43
ვრცლად
ახალქალაქში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ახალქალაქში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მას ექვსი ჭრილობა აქვს მიყენებული, აქედან ოთხი ცეცხლსასროლი იარაღით, ორი კი დანით. 36 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას სასწრაფო ოპერაცია ადგილობრივ კლინიკაში ჩაუტარდა, შემდეგ კი თბილისში გადმოიყვანეს.

როგორც დაჭრილის ახლობლები ამბობენ, ის თანასოფლელმა, 60 წლამდე მამაკაცმა დაჭრა. დაჭრილი რუსეთში ცხოვრობს და ის საქართველოში დაახლოებით, 1 კვირის წინ ჩამოვიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო, უწყების ცნობით, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

დღის ამბები