30 აგვისტო 2026,   05:52
ვრცლად
"არ მინდა მონაწილეობა საცირკო წარმოდგენაში მივიღო, რომელსაც შინაარსი არ ექნება" - იაგო ხვიჩია "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივაზე

"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტს ახალი ინიციატივით მიმართავს. დეპუტატები ექსპრეზიდენტს თავდებში უდგებიან და მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ. ინიციატივას ოპოზიციური პარტიები ეხმაურებიან.

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, ამ და სხვა ინიციატივებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მხარს მაშინ დაუჭერს, თუ "ნაციონალური მოძრაობა" გადაწყვეტს დაიშალოს, სხვა შემთხვევაში, მისი თქმით, "საცირკო წარმოდგენაში" მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

თუ "ნაციონალური მოძრაობა" სერიოზულად შეხედავს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხს, გადაწყვეტს, რომ დაიშალოს და შემდეგ არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა, ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ამ კანონპროექტს და სხვა ინიციატივებსაც, რომლებიც მიმართული იქნება მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ თუ გათავისუფლებისკენ. 

ამ ინიციატივას, მე მგონი, სერიოზულობა აკლია იქიდან გამომდინარე, რომ ყველამ ვიცით, "ნაციონალური მოძრაობა" აქამდეც მზად იყო თავდებში ჩადგომოდა მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ ეგ არ გამოდის, მე კი არ ვარ წინააღმდეგი, უბრალოდ არ გამოვა ასე, არ მინდა მონაწილეობა საცირკო წარმოდგენაში მივიღო, რომელსაც შინაარსი არ ექნება," - აცხადებს ხვიჩია.

დღის ამბები