30 აგვისტო 2026,   05:52
ვრცლად
"არ ვიცი რატომ უნდა სჭირდებოდეს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის დაცვას ვინმეს თავდებობა, აქციები ან შიმშილობა" - პაატა მანჯგალაძე

"ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას, მიხეილ სააკაშვილისთვის თავდებად დადგომასთან დაკავშირებით, "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე გამოეხმაურა.

მისი თქმით, გაუგებარია, რატომ უნდა სჭირდებოდეს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის დაცვას ვინმეს თავდებობა, აქციები ან შიმშილობა. 

"საერთოდ არ ვიცი ან თავდებობა რაში სჭირდება, ან ვინმეს აქცია რაში სჭირდება, ან შიმშილობა რაში სჭირდება იმას, რომ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე იყოს დაცული, საერთოდაც მესამე პრეზიდენტი რომ არ იყოს, ადამიანის სიცოცხლე რომ უნდა იყოს დაცული, ამის ახსნა რომ გვჭირდება 21 საუკუნეში - ეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობა ქვეყნისთვის.

ასეთი აქტი და ასეთი ფორმა თუ გადაარჩენს ადამიანის სიცოცხლეს, რა თქმა უნდა,  არანაირი პრობლემა არ მაქვს პირადად მე, მაგრამ არ მგონია, რომ თავდებობა და ასეთი პროცედურები დაგვჭირდეს," - განაცხადა მანჯგალაძემ.

დღის ამბები