30 აგვისტო 2026,   05:52
ვრცლად
"ეს არ არის სააკაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი, რომ კანონმდებლობა თავდებობას ითვალისწინებდეს, ასეთი რამ გამორიცხულია" - ალუდა ღუდუშაური ენმ-ს ინიციატივაზე

"ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას, მიხეილ სააკაშვილისთვის თავდებად დადგომასთან დაკავშირებით, უმრავლესობის წევრებიც ეხმაურებიან.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ სააკაშვილის შემთხვევაში თავდებობის წესის გამოყენება, ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობის და დადგენილი ნორმების მიხედვით გამორიცხულია.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ნამდვილად არიან იურისტები და ვფიქრობ, მათ ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ ერთი რამ, ეს არ არის სააკაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი, რომ კანონმდებლობა თავდებობას ითვალისწინებდეს, ასეთი რამ გამორიცხულია. სააკაშვილი არის მსჯავრდებული არაერთი მძიმე დანაშაულისთვის, შესაბამისად, აქ წარმოუდგენელია რაიმე ახალი ველოსიპედის გამოგონება. 

საქართველო, როგორც სხვა დემოკრატიული ქვეყნები, პატივს სცემს საკუთარ კანონმდებლობას, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობას და დადგენილი ნორმების შესაბამისად მოქმედებს საქართველო და საქართველოს პენიტენციური დაწესებულება. შესაბამისად, არანაირი ახალი ველოსიპედის გამოგონება საჭირო არაა," - აცხადებს ღუდუშაური. 

დღის ამბები