30 აგვისტო 2026,   05:52
ვრცლად
"ყველა მანკიერ თემაში, ვიცით, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ერთმანეთს გვერდში უდგას" - ირაკლი ზარქუა

"ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე თავდებობასთან დაკავშირებით გამოეხმაურა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა.

ზარქუას თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ყველა მანკიერ თემაში ერთმანეთს გვერდში უდგას და მოუწოდა, რომ არ ჩაიგდონ თავი სასაცილო მდგომარეობაში.

"ზოგადად ყველა მანკიერ თემაში ვიცით, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ერთმანეთს გვერდში უდგას და ეტყობა მოიფიქრეს რაღაც ახალი მიდგომა. ნუ იგდებენ თავს სასაცილო მდგომარეობაში, მოუწოდონ პატიმარ სააკაშვილს, რომ დაიწყოს კვება, უფრო მეტად იკვებოს, ჯანსაღი ცხოვრების წესი რაც არის, მათ შორის სეირნობა - აქვს ამის შესაძლებლობა და გამოიყენოს," - ამბობს ზარქუა. 

დღის ამბები