30 აგვისტო 2026,   05:52
ვრცლად
"ხელისუფლება სამართლებლივ ჩარჩოში მოქცევას დააპირებს, მაგრამ ეს არა სამართლებლივი, არამედ პოლიტიკური საკითხია" - ხატია დეკანოიძე ენმ-ს ინიციატივაზე სააკაშვილის თავდებობასთან დაკავშირებით

ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ, მისი პარტიის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის თავდებად დადგომის საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. 

როგორც დეკანოიძე ამბობს, ეს არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური საკითხია და "ნაციონალური მოძრაობა" სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანასთან დაკავშირებით ნებისმიერ შესაძლებლობას განიხილავს.

"ჩვენ თავდებში ვუდგებით მიხეილ სააკაშვილს, რა თქმა უნდა, რომ იგი გადაიყვანონ, ჩვენ აქ ვართ და ყველა შესაძლებლობა, მათ შორის სამართლებრივი, მზად ვართ, რომ განვიხილოთ ამ მიმართულებით. შესაბამისად, ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური საკითხი, ეს არის ჰუმანიტარული საკითხი. 

ხელმოწერები იქნება, რა თქმა უნდა, ეს არის საჯარო პოლიტიკური განაცხადი, მე კარგად ვიცნობ სისხლის სამართლის კოდექსს, მე მესმის სამართლებლივ ჩარჩოში მოქცევას დაუპირებს ამას ხელისუფლება, მაგრამ ეს არ არის სამართლებრივი საკითხი, ეს არის პოლიტიკური საკითხი. ამიტომ, ყველას, ვისაც აქვს სურვილი განაცხადი გააკეთოს - შესაძლებელია გააკეთოს, ჩვენ, ჩვენი გუნდის წევრები და მეგობრები ამ თავდებობას, რა თქმა უნდა, სრულად ვიზიარებთ," - აცხადებს დეკანოიძე.

დღის ამბები