საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი გადაიდო. სასამართლო საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეს განიხილავდა. სხდომას ყოფილი პრეზიდენტი არ ესწრებოდა, მიზეზად კი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.
ყოფილ პრეზიდენტსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში სდებენ ბრალს.
დღევანდელი სხდომა მტკიცებულებების გამოკვლევით უნდა განახლებულიყო. დაცვის მხარე პროცესზე გარკვეული შუამდგომლობების დაყენებასაც გეგმავდა.