20 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
ბერძნული მაფიის ლიდერის მკვლელობისთვის, საბერძნეთის პოლიცია ქართველ ეჭვმიტანილს ეძებს

საბერძნეთის პოლიცია ბერძნული მაფიის ლიდერის, 55 წლის, იანნის სკაფტუროსის მკვლელობისთვის ქართველ ეჭვმიტანილს ეძებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ვინაობა არ სახელდება, თუმცა პრესა წერს, რომ პოლიცია მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით მივიდა დასკვნამდე, რომ ოთხი თავდამსხმელიდან ერთ-ერთი ეროვნებით ქართველია.

ბერძნული მაფიის ლიდერი საკუთარ აგარაკზე, ათენის ჩრდილო-დასავლეთით აღდგომის წინა დღეს მოკლეს. პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

დღის ამბები