15 ნოემბერი 2024,   23:42
ვრცლად
სააკაშვილს ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, თორემ აუცილებლად ჩავიდოდა - კალაძე EPP-ის ყრილობაზე

თბილისის მერმა და "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთშუი გადაყვანის მოთხოვნაზე , ასევე EPP-ის ყრილობაზე მისი მიწვევის შესახებ კომენტარი დღეს მედიასთან გააკეთა.

კალაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს, თორემ აუცილებლად ჩავიდოდა EPP-ის ყრილობაზე.

შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ცნობით, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ის მაისში ყრილობაზე მიიწვია და სიტყვით გამოსვლა შესთავაზა.

"უცხოეთში მისი გადაყვანა არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს. თუ რაიმე აუცილებელი და საჭირო იქნება, შესაბამისი უწყება - პენიტენციური სამსახური ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული იყოს,"- აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე. 

 

დღის ამბები