15 ნოემბერი 2024,   23:52
ვრცლად
დეტალურად არის აღწერილი არსებული მდგომარეობა შევსებულ კითხვარში, რაც შეეხება სპეკულაციებს, ყველაფერი ეფუძნება ფაქტებს - ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროკავშირის კითხვარში დეტალურად არის აღწერილი ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, რომელიც ფაქტებს ეფუძნება. 

"დეტალურად არის აღწერილი არსებული მდგომარეობა შევსებულ კითხვარში. რაც შეეხება სპეკულაციებს, ყველაფერი ეფუძნება ფაქტებს, ეს არის ამ კითხვარის ამოცანა. რაც შეეხება პასუხებს, ყველა პასუხი არის ფაქტების კონსტანტაცია. მაგალითად, როცა საქმე ეხება დემოკრატიულ მმართველობას, კითხვები, როცა არის დასმული, როგორ არის კანონმდებლობით მოწესრიგებული ეს საკითხები, ეს ყველაფერი არის სათანადოდ წარმოდგენილი ამ პასუხებში.

შესაბამისად, თავიდან ბოლომდე ეს არის ფაქტების კონსტანტაცია, როგორც უკვე ვთქვი, ძალიან დეტალური პასუხები. მთლიანობაში 6000-მდეა, რამდენიმე დღეში მომზადდა ეს ყველაფერი, დიდი სამუშაო ჩატარდა ხარისხიანად," - აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები