20 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
შეთანხმების გარეშე დასრულდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის შეხვედრა

შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის შეთანხმების გარეშე დასრულდა. აქციის მონაწილეები აუდიტორულ და დისტანციურ სწავლებას შორის არჩევანის უფლებას ითხოვენ და ამის მიზეზად, დედაქალაქში ცხოვრების გაორმაგებული ხარჯს ასახელებენ.

აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ გასაჯაროვდეს ხარჯები და დოკუმენტურად დასაბუთდეს, რატომ არ აქვს უნივერსიტეტს ჰიბრიდული სწავლების რესურსი. უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ შეხვედრები გაგრძელდება და სტუდენტების მოთხოვნებს შეძლებისდაგვარად გაითვალისწინებენ.

დღის ამბები