ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესს სავარაუდოდ ვერ დაესწრება. სხდომა, რომელიც 12 საათზეა ჩანიშნული, საზღვრის უკანონო კვეთის ეპიზოდზე გაიმართება. ადვოკატი რამდენიმე შუამდგომლობის დაყენებას აპირებს. საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით, გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. ამავე საქმის ფარგლებში ბრალდება, კიდევ 4 პირს აქვს წაყენებული, თუმცა ის ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ პროცესზე იმ შუამდგომლობებს წარადგენენ, რომლის წარდგენის შესაძლებლობაც წინა პროცესზე არ მიეცათ. ადვოკატი იმედოვნებს, რომ მოსამართლე საფუძვლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და შუამდგომლობებს დააკმაყოფილებს.