სააპელაციო სასამართლოში "რუსთავი 2-ის" საქმეზე მორიგი სხდომა მიმდინარეობს. საუბარია დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელზე, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ამ ეტაპზე მოსარჩელე მხარე სწორედ საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.
დღეს სასამართლო ორივე მხარის პოზიციას მოისმენს, ქიბარ ხალვაშის ადვოკატი სხდომაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილზე იდავებს, სადაც დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელი ხანდაზმულად არაა მიჩნეული. დვალისა და აქიმიძის ადვოკატი კი, კოლეგიის ერთ-ერთი მოსამართლის, ოთარ სიჭინავას აცილების შუამდგომლობას დააყენებს. დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე რუსთავი 2-ის 60%-იან წილზე დაობენ.
სარჩელი, 17 წლის წინ მომხდარ ფაქტებს ეხება, თუმცა "რუსთავი 2-ის" დამფუძნებლებმა სარჩელი სასამართლოში დაახლოებით 2 წლის წინ შეიტანეს. საქმის რამდენიმე თვიანი განხილვის შემდეგ, კი საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი სარჩელი და ქიბარ ხალვაში კეთილსინდისიერ შემსყიდველად მიიჩნია.